ირაკლი კობახიძე - თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი! - რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სამადაშვილს, გეგელიას, ბუაძეს, დათუნაშვილს?! რაც ნაკლები შემოვა, მით უკეთესი!

თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი! - რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს?! ისინი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან! რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი! - ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, თუ პარლამენტი ლეგიტიმურად არჩეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წლისაგან განსხვავებით ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება და არავითარი ახალი 19 აპრილის შეთანხმება არ გაფორმდება.

“ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არც ერთ შემთხვევაში და არასდროს ისეთ შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ, როგორიც 19 აპრილის შეთანხმება იყო და რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას გულისხმობდა. შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში არ შევალთ!

მთავარია, რომ პარლამენტი არის ლეგიტიმური. 2021 წლის კრიზისი ხელოვნური კრიზისი იყო. მაშინ კრიზისი არ არსებობდა. ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციას შეუძლია არჩევნების შედეგები არ აღიაროს და პარლამენტში არ შევიდეს.

რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში კრიზისს არ ნიშნავს“, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია