ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას არ ეყოფა ღირსება იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს, მათ ძალიან გაუჭირდებათ არჩევნებში მარცხს შეეგუონ - მათ არც არჩევნების მოგების რესურსი აქვთ, არც ქუჩის

ოპოზიციას არც არჩევნების მოგების რესურსი აქვს, შესაბამისად, არც ქუჩის რესურსი. არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ისევე, როგორც მათ ლიდერებს, არ აქვთ ღირსება იმისათვის, რომ არჩევნებში დამარცხებას შეეგუონ.

კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის სხვაობა იქნება მასშტაბური.

“ოპოზიციის მარცხს ვნახავთ 3 საათში. მათ არ ეყოფათ ღირსება იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები აღიარონ. არცერთ პარტიას და პარტიის ლიდერს არ აქვს ღირსება, შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ არჩევნებში მარცხს შეეგუონ, თან ამხელა მარცხს. ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი. შეგნებულად არ ვასახელებ ციფრებს. “ქართულ ოცნებასა” და “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” შორის სხვაობა იქნება მასშტაბური. რა თქმა უნდა, მათ გაუჭირდებათ შეეგუონ ამ მარცხს, საკუთარი ღირსების დეფიციტი არ მისცემს მათ ამის საშუალებას. თუმცა, მათი გადასაწყვეტი არ არის როგორ გაგრძელდება პროცესები. მართ, არც არჩევნების მოგების რესურსი აქვთ, შესაბამისად, არც ქუჩის რესურსი. არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. დღეს, ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებზე ასე მობილიზებულად იმიტომ გამოვიდა, რომ მათთვის მიუღებელია ის ამორალური სახეები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ არც არჩევნების მოგების რესურსი აქვთ და არც ქუჩის რესურსი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს