პრეზიდენტი მოქალაქეებს - ვისაც სურვილი აქვს მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება - თქვენთვის, თქვენი შვილებისა და მომავალი საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მმართველი პარტია მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, როცა ამბობს, რომ არჩევნებს იგებს.

მისივე თქმით, პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არის თვითდაჯერება და შედეგებისთვის ევროპულად დალოდება.

„საათზე ნაკლები დარჩა. ვინც არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ არის დრო, რომ მიხვიდეთ. შემდეგ არ ინანოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში არ მიიღეთ მონაწილეობა. დღეს არის ის დღე და ვისაც აქვს სურვილი მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება. თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.

მინდა უცხოეთში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს გავახსენო ის, რომ 20:00 საათზე ვინც რიგში იქნება, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ კომისიიდან ადამიანის გამოსვლა. მან უნდა ჩაიწეროს ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც იმ დროისთვის უბანზე იქნება და ყველა ამ ადამიანმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის თქვენი უფლება.

მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ მოვიგეთო. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ, როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი