სალომე ზურაბიშვილი - უმრავლესობის წარმომადგენლები არადემოკრატიულად აცხადებენ „მოვიგეთო“, სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში - არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არადემოკრატიულად და არაევროპულად იქცევა, როცა შედეგების გამოცხადებამდე, არჩევნებში გამარჯვებაში მოქალაქეებს არწმუნებს.

როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება და საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში კენჭისყრაში მონაწილეობა.

„მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ „მოვიგეთო“. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი. დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს