ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს,  ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს „ქართულ ოცნებას“

მინდა შევუერთდე ამ საზეიმო მომენტებს და წუთებს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მადლობას უხდის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც „დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს“.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთელს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდაჭერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ - 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.2 %; სხვა - 2.7 %. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს