ვიქტორ ორბანი - ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას - ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , - წერს ორბანი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ - 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.2 %; სხვა - 2.7 %. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი