გიორგი ვაშაძე - ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ყველა ხმა იყოს დაცული, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ - უპირატესობა იმდენად  დიდია, ვერაფერს შეძლებს „ქართული ოცნება“ და ისინი დამარცხებული არიან

გილოცავთ ყველას გამარჯვებას, ეს გამარჯვება არის ჩვენი, ეს გამარჯვება არის თქვენი, სრულიად საქართველოსი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, უპირატესობა იმდენად დიდია, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ შეძლებს და ისინი დამარცხებულები არიან.

„ეს გამარჯვება არის იმ დიდი ისტორიის ნაწილი, რომელიც ჩვენს სამშობლოს აქვს. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. დღეს ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ უარი ვუთხარით იზოლაციას და იზოლაციონალისტებს და აუცილებლად ამ გამარჯვებას ჩავაბეტონებთ ამაღამ ყველა საარჩევნო უბანზე.

მე მინდა მივულოცო ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, ყველას, ვინც ბარიერი გადალახა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ კოალიციურ მმართველობას, რომელიც უსწრაფესად შეიყვანს სქართველოს ევროკავშირში და პირობას გაძლევთ, ყველანი ვიცხოვრებთ ღირსეულად ამ ქვეყანაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის წევრი გახდება და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ ყველა პრობლემას, რაც გვაქვს ამ, ქვეყანაში.

მინდა მივმართო საარჩევნო უბნებზე ადამიანების იმ დიდი არმიას, რომლებიც ახლა იქ არიან. ახლა მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა ხმა. ცხელი ხაზი მუშაობს, პროგრამები ჩართულია, ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ყველა მონაცემი იყოს დაცული და ყველა ხმა იყოს დაცული, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. უპირატესობა იმდენად დიდია, ვერაფერს ვერ შეძლებს „ქართული ოცნება“ და ისინი დამარცხებული არიან ამ არჩევნებში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება