გიორგი გახარია - ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება - ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხმები დავიცვათ და არ ვიცხოვროთ ვირტუალურ რეალობაში

ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება - ვფიქრობ, ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება უდიდესი წნეხის ქვეშ პარტიის [„ქართული ოცნების“] მხრიდან, მაგრამ მათი ვალია ქვეყნის წინაშე, რომ ამ წნეხს გაუძლონ. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან წნეხი ბევრად უფრო მძიმე იქნება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ხმები დაიცვან.

„ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. ჩვენს საზოგადოებაში ეგზიტპოლის ცდომილება საკმაოდ დიდია. ამიტომაა ამხელა სხვაობები. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული უბნიდან ხმების დაცვა. ყველა სახის ზეიმი ამის შემდეგ. მერწმუნეთ, როდესაც დათვლა დასრულდება, ჩვენი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების შედეგები უკეთესი იქნება, ვიდრე ეგზიტპოლია. ის, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ სხვადასხვა ტელევიზიაზე სხვადასხვა რეალობაა, ეს ხომ პირველად არ ხდება. ჩვენ ხომ ეს გამოცდილი გვაქვს. გვქონია შემთხვევები, რომ გვიზეიმია და დილით სულ სხვა შედეგი მიგვიღია. ამიტომ, ეგზიტპოლი ეგზიტპოლია. ვიზეიმეთ, ახლა დავანებოთ ზეიმს თავი და ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. წელს ელექტრონული არჩევნები პირველად ტარდება. თითოეული უბნიდან ხმები დასათვლელია და შემდეგ შეგვიძლია ვიზეიმოთ. „გორბის“ ეგზიტპოლი ღიმილისმომგვრელი კი არა, სასაცილოა. „ოცნება“ ეცდება ამ თავის ვირტუალურ რეალობასთან ახლოს მიგვიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების ხმები დავიცვათ. იმის ნაცვლად, რომ დითირამბებით ვზეიმობდეთ, უნდა ვისხდეთ და გავაკეთოთ ის, რასაც ახლა გავაკეთებ - ავალ და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავივლი ყველა უბანს დეტალურად.

ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც უბნიდან გამოვიდა, ეგზიტპოლის გამომკითხველს არ ეტყვის, ვის მისცა ხმა, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ავტორიტარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამ ადამიანებს ბიზნესი აქვთ, სხვადასხვა კავშირები აქვთ და ეშინიათ. დღევანდელი ხელისუფლება ამ ხალხს დასდევს, მათზე ნადირობს.

ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხმები დავიცვათ და არ ვიცხოვროთ ვირტუალურ რეალობაში. ახლა ზეიმს თავი უნდა დავანებოთ და ყველა უბნიდან ამოსული ხმები უნდა დავიცვათ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო