გიორგი ვაშაძე - დაწერილ შედეგს არ ვიღებთ, არ ვაღიარებთ! - ვაგრძელებთ ბრძოლას!

ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა. მათ შედეგი დაწერეს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები.

"ჩვენი გამარჯვება მინიმუმ 10-15%-ია. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა. მათ შედეგი დაწერეს. პირდაპირ და ღიად ვაცხადებთ - ამ დაწერილ შედეგს არ ვიღებთ! ამას არ ვაღიარებთ! იმიტომ, რომ გაიმარჯვა ხალხმა და არა ვიწრო კლანმა. ჩვენ დაველოდებით ჩვენი პარტნიორი სამომავლო კოალიციური პარტიების განცხადებებს, ვაპირებთ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხის გამარჯვება იყოს დაფიქსირებული. ის რაც ცესკომ გამოაცხადა, არა მხოლოდ აცდენილია, არამედ ამოტრიალებული ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში რეალურად არის. სადღაც 80% დაიწერეს, ზოგან 70%. ეს ჩვენთვის მიუღებელია. გვაქვს ჩვენეულო ხედვა თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი და ვაგრძელებთ ბრძოლას!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება