Reuters - დადასტურების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ

წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელო დიპლომატები არჩევნებს აფასებენ, როგორც წყალგამყოფ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდება, თუ რუსეთისკენ დაიხევს.

„დადასტურების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ კენჭისყრით, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანად გამოცხადდა”, - წერს Reuters-ი.

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს BBC-ც ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომელიც სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება, გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ აშკარად ლიდერობს გადამწყვეტ არჩევნებში, რომელიც ორიენტირებულია ევროპაში ქვეყნის მომავალზე.

BBC-ი წერს, რომ წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდება ეგზიტპოლებისგან და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ დემოკრატიული უკუსვლის გამო, კერძოდ, რუსული სტილის „უცხოური გავლენის“ კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა ეს ნაბიჯი შეაჩერა.

„სსრკ-მ არსებობა სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შეწყვიტა, მაგრამ მოსკოვი ჯერ კიდევ თვლის ძველი საბჭოთა იმპერიის დიდ ნაწილს თავის უკანა ეზოდ და რუსეთის გავლენის სფეროდ“, - წერს BBC-ი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება