ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე „ქართული ოცნება“, საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს - ამ ეტაპისთვის, ოლქში რეგისტრირებულია 21 საჩივარი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე „ქართული ოცნება“- 41, საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს,- ამის შესახებ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ზუგდიდის ოლქის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა იყო 116 526. 20:00 საათის აქტივობით მონაწილეობა მიიღო 55 098-მა ამომრჩეველმა.

„საჩივრების რაოდენობას რაც შეეხება, ოლქში რეგისტრირებულია, ამ ეტაპისთვის, 21 საჩივარი, რაც ისეთი ტიპის საჩივრებია, რომელიც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებულ საჩივრებს არც ერთ უბანზე, არც ერთი საჩივარი არ დარეგისტრირებულა.

წინასწარი შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიას შემაჯამებელი ოქმი შედგენილი ჯერ არ აქვს, ვინაიდან ეს თავის პროცედურებს მოითხოვს, უნდა დადგეს საჩივრებზე რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისია საბოლოოდ შეაჯამებს და შეადგენს შემაჯამებელ ოქმს. რაც შეეხება უბნების მონაცემებს, ყველა უბანზე საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“- 41“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს