წინასწარი მონაცემებით, თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო. თელავის #17 ოლქში შემავალი 43 საარჩევნო უბნიდან, 33 საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ხოლო 10 უბანზე ძველი წესით.

როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განაცხადა, „თელავში არჩევნები გამჭვირვალე და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა”.

მისივე ინფორმაციით, #17 ოლქში დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი.

„უცხოელი დამკვირვებლები გაოცებულები არიან პროცესის გამჭვირვალობით და ორგანიზებით. საჩივრებს რაც შეეხება, ერთადერთი საჩივარია, რომელიც დაიწერა მხოლოდ იმის გამო, რომ ამომრჩეველმა კაბინაში გადაიღო ფოტოსურათი. ფაქტთან დაკავშირებით მოხდა თავმჯდომარის მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულია 54 572 ამომრჩეველი, საარჩევნო უბანზე გამოცხადდა 31 105 ამომრჩეველი, რაც 57% შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს