ირაკლი კობახიძე - რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის, უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი - სიმშვიდე გვჭირდება, მათი სიმშვიდეც

რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის, უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი - ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, მათი სიმშვიდეც გვჭირდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ არჩევნების შედეგებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიცია „რაც უფრო მშვიდად იქნება, მით უკეთესი“.

„რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, მათი სიმშვიდეც გვჭირდება. რაც უფრო მშვიდად იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი. თავი დაიმშვიდონ!“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საზღვარგარეთ „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ, ვერ მოახერხა არჩევნების გაყალბება, შედეგებით მანიპულირება და ამიტომ გაქვთ ასეთი შედეგი, რაზეც კობახიძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე ოპოზიცია იმიტომ იმარჯვებს, რომ ემიგრანტები მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას, რომელიც ხშირად მანიპულაციურია.

„რას ლაპარაკობთ?! წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზეც ასე იყო. ეს ასე ხდება ხოლმე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით არის, ის ინფორმაციას მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან იღებს და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად, მედიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად, ლოგიკურია ის შედეგები, რაც აისახა არჩევნებზე და თუმცა, ამით ბუნებრივია, თავს ვერავინ დაიმშვიდებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა). „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა) მოიპოვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია