სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას, - ამის შესახებ „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კრიტიკული დარღვევები, მათ შორის ძალადობა ოპოზიციის წევრების მიმართ, ამომრჩევლების დაშინება, ცილისწამების კამპანია დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ ბოროტად გამოყენება. კამპანიის რეგულაციების შეზღუდულმა განხორციელებამ შეზღუდა კონკურენცია, მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და შეამცირა ადგილი ხელისუფლების კრიტიკისთვის“, - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ზოგადად პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO-მ გამოთქვა შეშფოთება ცესკო-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული საკითხების კუმულატიურმა ზემოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული პატიოსნება“, - აღნიშნა ზლატკო ვუიოვიჩმა.

მისი თქმით, არჩევნებს ჰქონდა უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც გაძლიერდა კანონმდებლობასთან დაკავშირებული დაპირისპირებით, განსაკუთრებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით.

„ამ კანონმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. მომიტინგეების არასათანადო მოპყრობისა და შევიწროების შესახებ ცნობებმა და მასობრივი თვალთვალის ბრალდებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე და გამოიწვია თვითცენზურის შემთხვევები მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. დეზინფორმაციული კამპანიით და ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო ბოროტად გამოყენებით გამოწვეული ატმოსფერო ზღუდავდა საარჩევნო პროცესის ინკლუზიურობას და სამართლიანობას", - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე