მამუკა ხაზარაძე - არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის - არავის, რომელიც ჩანერგილია, რათა კურსი შეცვალოს, ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ, რომ ეს არ გაუვა

გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს - ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არაფერი დასრულებული არ არის და არავის მისცემენ უფლებას ქართველი ხალხის არჩევანი მოიპაროს.

„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის მიუღებელია, შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს! გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქისა და ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას! ასევე მათი უფლებების დაცვას, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ევროატლანტიკური სივრცეს არჩევს, ამას არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში! ეს არ მოხდება! ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, ჩვენს ვდგავართ სიმართლისა და გამჭვირვალობის მხარეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, გუშინდელი არჩვები მიუღებელია, ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა.

არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის, ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და არავის, არ არცერთ ადამიანს, რომელიც აქ ჩანერგილია, რომ ამ ქვეყნის კურსი შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ მას, ეს არ გაუვა. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხალხის გვერდში დგას, არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, რომ ვინმეს გავუთეთროთ ჩვენი ხალხისთვის მოპარული და წართმეული უფლებები“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია