პერ ეკლუნდი - NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის იყო ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა

NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის იყო ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა, - ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, პერ ეკლუნდმა განაცხადა.

მან 26 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმაც ვერ მოახერხა დემოკრატიის ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა.

„ნამდვილად მაღალი იყო ამ არჩევნებზე აქტივობა, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ქართველები მხარს უჭერენ დემოკრატიას, ერთგული არიან დემოკრატიული პროცესის მიმართ. თუმცა, ასევე ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიის ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მიერ მიმართული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესისთვის, ასევე კანონების მოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუქარები, დაშინება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, ეს ყველაფერი ძირს უთხრიდა მთელი პროცესის სამართლიანობას“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.

მისი განმარტებით, არჩევნებზე NDI-ის დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები გამოავლინეს.

„NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ, ხმის მიცემა ძირითადად, კანონის შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა, დამკვირვებელთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის იყო ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს