PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი - ჩვენი გამოცდილებით, დავაკვირდით ორ სამყაროს - ერთი საარჩევნო უბანზე, შიგნით არსებობდა, სადაც ხმის მიცემის პროცესი კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო მეორე სამყარო ეს იყო საარჩევნო უბნების გარეთ

დაკვირვების დროს, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება ხდებოდა, განსაკუთრებით, სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს - ანუ ორი სამყარო არსებობდა, ერთი საარჩევნო უბანზე იყო, სადაც შიგნით, ხმის მიცემის პროცესი კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო მეორე სამყარო, ეს იყო გარეთ, საარჩევნო უბნების გარეთ, - ამის შესახებ PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, არჩევნების დროს გამოკვეთილი ნაკლოვანებები მისი შედეგების დამაჯერებლობას და სამართლიანობას ძირს უთხრის.

იულიან ბულაის განმარტებით, ის უფრო ვრცელ ანგარიშს და რეკომენდაციებს სტრასბურგში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

„ერთი თვის წინ, წინასაარჩევნო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. ჩვენ იმ დროს დასკვნა გამოვიტანეთ, რომ პოლიტიკურმა სივრცემ უპრეცედენტო დონეებს მიაღწია, რადგან ეს ფაქტობრივად დე-ფაქტო რეფერენდუმი გახლდათ საქართველოს ტრაექტორიის და საგარეო გზის მიმართ. სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რასაც ჩვენი მისიის განმავლობაში ყურადღებას ვაქცევდით. ყურადღებას გავამახვილებ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ და მინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

არჩევნების ხარისხი იმ ტენდენციას ასახავდა, რაც ჩვენ წინასაარჩევნო გარემოშიც და პერიოდშიც შევამჩნიეთ. ამაში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაშფოთებდა სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების და განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება, რამაც ასევე განხეთქილება შემოიტანა. დაკვირვების დროს, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება, განსაკუთრებით, სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს - ანუ ორი სამყარო არსებობდა, ერთი საარჩევნო უბანზე იყო, სადაც შიგნით, ხმის მიცემის პროცესი კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო მეორე სამყარო, ეს იყო გარეთ, საარჩევნო უბნების გარეთ. საარჩევნო უბნების წინ მმართველი პარტიის კამერების არსებობა და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა და ასევე, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება. შეგრძნება იყო ასეთი, რომ დიდი ძმა გვიყურებს. ასევე, არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები იყო პროცესის დროს, შესაბამისად, ეს ძირს უთხრის, მისი შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას. ასევე უნდა აღინიშნოს, როცა ჩვენ სოფლებში უბანზე არჩევნებს ვაკვირდებოდით, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ეს დაკავშირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან. მადლობა მინდა ჩვენს დელეგაციას გადავუხადო, 31 წევრი იყო ჩვენი მისიიდან, 21 სხვადასხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენთან ასევე იყვნენ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც. უფრო ვრცელ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარმოვადგენ, ეს გაკეთდება სტრასბურგში ჩვენს შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა იულიან ბულაიმ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025