დენ თვაინინგი - გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება  და ზეწოლა - ეს არის ნიშანი, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში - ეს არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი

გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა - ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი,- ამის შესახებ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად ერთ-ერთი მიგნება ისაა, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის მასშტაბურად, ბოროტად გამოყენება ხდებოდა, რომელმაც „არაერთგვაროვანი სათამაშო მოედანი შექმნა“.

„პრემიერ-მინისტრმა და ივანიშვილმა გასულ საღამოს ახსენეს: როდესაც მთავრობა 12 წელია მთავრობაშია, გასაოცარია, რომ უკეთესი შედეგი დადოსო? რეალურად პასუხია კი, საოცარია, უპრეცედენტოც არის, 250-ზე მეტ საერთაშორისო არჩევებს ვაკვირდებოდით და ნამდვილად უჩვეულოა. შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, ეს რომ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ.

ორი მნიშვნელოვანი მიგნებაა: მასშტაბური, ბოროტად გამოყენება ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის, რომელმაც არაერთგვაროვანი სათამაშო მოედანი შექმნა. დიდი კონტროლი, ზეწოლა იყო სახელმწიფო ინსტიტუციებისა. მეორე: სისტემატური დაშინება, მუქარა, ამომრჩევლებზე როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. მე აქ ვცხოვრობდი სამი წელი და 2001 წლიდან დავდივარ აქ და ნამდვილად გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი“,- განაცხადა დენ თვაინინგმა.

გარდა ამისა, დენ თვაინინგის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების 90%-ზე მეტი ევროპას უჭერს მხარს, თუმცა ახლა კითხვა არის ის, თუ საით წავა მთავრობა.

„IRI-ის გამოკითხვების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების 90%-ზე მეტი ევროპას უჭერს მხარს. კითხვა არჩევნებისთვისაც და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვისაც ისაა - საით წავა მთავრობა, ხალხის მანდატის გათვალისწინებით. ევროკავშირმა შეაჩერა მიერთების პროცესი, ამერიკამ სანქციები დაუწესა მთავრობის წევრებს იმ დარღვევების გამო, რაც მათ ჩაიდინეს საბაზისო დემოკრატიული პროცესების დარღვევით. ვნახეთ მუქარები, მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსით ისარგებლა ბოროტად, გამოიყენა პოლიტიკური ძალაუფლება, სამართლებრივი ინსტიტუტები, რათა ოპოზიციური პარტიები გაეყვანა თამაშის მოედნიდან ან ხელი შეეშალა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ესეც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა. თუ საქართველო დემოკრატიისკენ მიდის, ამას ყველა ვნახავთ, მოქალაქეებიც ნახავენ, რამდენად უპასუხებს მთავრობა ქართველი ხალხის დაკვეთას და წაიყვანს ქვეყანას ევროპისკენ“, - განაცხადა დენ თვაინინგმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის