შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს

ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით პარტიებისა და NGO-ების განცხადებები სინქრონიზებული იყო.

„პირველი არ არის მათი მხრიდან ასეთი მოქმედებები. არის გამონათქვამები, რომ ერთი და იმავე წყალში 2-ჯერ არ უნდა შეხვიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც არის პარტიების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სიმბიოზი, ვერანაირი დასკვნა ამ გაკვეთილიდან ვერ გამოაქვთ. სხვათა შორის, ეს სიმბიოზი გუშინაც დადასტურდა, როდესაც ვნახეთ, რომ სინქრონიზებული იყო მათი და NGO-ების განცხადებები არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე გამართეს ბრიფინგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის არის სრულად მოშლილი, რაც ჩვენი სამოქალაქო სექტორისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ჩვენ 90 მანდატი გვექნება. პარლამენტი მათ გარეშეც შეიკრიბება, ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს. ვცნობთ უფლებამოსილებას და პარლამენტი თავის მუშაობას გააგრძელებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიული იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეინარჩუნა მანდატი, არამედ მონაცემები გაიუმჯობესა.

„ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მანდატს ვიღებთ ხელისუფლებისთვის. ვიზრუნებთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლისთვის, არამედ ქართული საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში