შალვა პაპუაშვილი - კითხვის ნიშნები აღარ  არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია

მინდა ეუთო/ოდირის მისიას ანგარიშთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო -კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს პრინციპული არჩევნები იყო“.

„მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს და ანგარიშთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიხილეთ მანამდე შუალედური ანგარიში, რომელიც ვნახეთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდს ასახავდა. ვნახეთ, რომ აღწერილი იყო წინა საარჩევნო პერიოდი, როგორც მშვიდი პერიოდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, თანაბარ გარემოში ეწარმოებინა კამპანია.

დღეს უკვე საუბარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ვნახეთ ეუთო/ოდირის მხრიდან შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია.

თითქმის ბოლომდეა გასული შედეგების დათვლა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ვგულისხმობ საარჩევნო სუბიექტებს, მეტ ნაკლებად საუბრობდა რეფერენდუმზე და ეს რეფერენდუმი შედგა. ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე იმით, რომ მხარი საქართველოს მშვიდ განვითარებას დაუჭირა; ქვეყნის განვითარებას ისე, რომ მისი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი; საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, შევიდეთ ღირსებით და შევიდეთ კეთილდღეობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო პრინციპული არჩევნები ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება ამ არჩევნებზე.

რაც შეეხება უკვე თავად პარლამენტს, როგორც იცით ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში. დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით. დამოკიდებულია იმაზე საჩივრების განხილვის ვადები როგორ იქნება და ა.შ. პროცესები. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უკვე იქნება. ამის შემდგომ იცით, რომ კონსტიტუციით დადგენილია 10-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს