„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე გააკეთა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ "ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური".

"ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - აღნიშნა მალაშხიამ და წაიკითხა სიის ოცეული, ვინც განცხადებას უერთდება: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

ამასთან, ნანა მალაშხიას თქმით, აუცილებლად იბრძოლებენ ხმების დასაცავად, "სანამ ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის ხმები არ იქნება გაგონილი".

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს. შედეგების მიხედვით „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ მეორე ადგილზეა, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

კოალიციის ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიციამ მიღებული ხმების მიხედვით პარლამენტში 20-მდე მანდატი მოიპოვა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით