ოუენ მერფი - 500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო

500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო, - ამის თაობაზე მედიასთან OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენელმა ოუენ მერფიმ განაცხადა.

მერფის შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნა კარგად იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ იყო დაშინება, ხოლო 24%-ის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა, რაც მაღალი მაჩვენებელია.

”ყველამ ძალიან კარგად იცის ის ერთი უბანი, სადაც შედეგები ცესკომაც გააუქმა, რადგან აშკარა მტკიცებულება იყო, რომ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაიყარა. საქართველოში 3 000-ზე მეტი უბანი იყო. ჩვენ ჩვენი სტატისტიკა გვაქვს - ჩვენმა დამკვირვებლებმა რაღაც ადგილებში აღმოაჩინეს დარღვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე პროცედურები არ იყო დაცული.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ დარღვევა იყო, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საჩივარი შესაბამის უწყებაში შეიტანონ და ეს საჩივარი შესაფერისად და სათანადოდ უნდა განიხილონ. არის პრობლემა ნდობასთან დაკავშირებით - თუ რამდენად ენდობიან გასაჩივრების მექანიზმებს.

რაც შეეხება ხმების რამდენჯერმე მიცემას, ძალიან ცოტა დადასტურებული შემთხვევა არის - 500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო“, - განაცხადა მერფიმ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება