ნიკა გვარამია - ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ - ასეთი გეგმა არსებობს, ბუნებრივია, ეს იქნება სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტექნოლოგიური სპეცოპერაცია ჩატარდა.

„საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად იგნორირებული. საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ეს არის ქართველი ხალხი დამოკიდებულება და ლეგიტიმაცია ისაზღვრება სწორედ ამით. საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ, ჯერ და მერე ვილაპარაკოთ, არის აბსოლუტურად არაზუსტი. პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის საკითხი განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით. თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ნებას, არა მარტო მათ, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, არამედ მოსახლეობის ნებას და ამგვარია მოსახლეობის დამოკიდებულება, ლეგიტიმაციის საკითხი წყდება სწორედ ასე.

საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია. ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვერცერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა, როგორც დამკვირვებელი, ამ პროცესში, რადგანაც შეუძლებელია ჩვენი მხრიდან ტექნოლოგიური პროცესის გაკონტროლება. ამ მანქანების აუდიტი ჩაატარა ხელისუფლებამ, ოპოზიცია არ იყო დაშვებული ამ აუდიტზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა ეს აუდიტი და რა დადგინდა. არცერთი ყველასთვის სანდო საერთაშორისო აუდიტის მიერ ამგვარი დასკვნა, რამდენად შეიძლება იყოს გაყალბებული არჩევნები ამ მანქანების მეშვეობით და რა რისკებს ატარებს, საქართველოში არ ჩატარებულა. ეს არის ღიად, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, არსებობს გეგმა, როგორ დაიცვან ქართველი ხალხის ნება და ეს არის „სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა“.

„რაც შეეხება შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა გეგმა, როგორ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას, ასეთი გეგმა არსებობს. ბუნებრივია, ეს იქნება სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა იმ მიზეზით და იმ მიზნით, რომ საქართველომ დაიბრუნოს ხალხის ნება და დაიბრუნოს სამართლიანი არჩევნები, როგორც სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია