მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვთ ქუჩაში გამოვიდეს, ოპოზიციას დაუჭიროს მხარი, ვინც დაიჯერებს, რომ 300 000 ხმის გაყალბება 2 მილიონით შეიძლება - 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა და ჩამოიქცეოდა ყველაფერი

ყველას ვთხოვთ ქუჩაში გამოვიდეს, ოპოზიციას დაუჭიროს მხარი, ვინც დაიჯერებს, რომ 300 000 ხმის გაყალბება 2 მილიონით შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც პარტიები და NGO სექტორი დაუმორჩილებლობაზე საუბრობენ, ამით აცხადებენ კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ ბრძოლას.

„მოვუწოდებ ყველა ადამიანს გვერდით დაუდგნენ მათ, ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია იმის დაჯერება, რომ 300 000 ხმა შეიძლება გაყალბდეს 2 მილიონით. ყველას ვთხოვთ ქუჩაში გამოვიდეს, მათ [ოპოზიციას] დაუჭიროს მხარი, ვინც დაიჯერებს, რომ 300 000 ხმის გაყალბება 2 მილიონით შეიძლება. 300 000 კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა და ჩამოიქცეოდა ყველაფერი.

300 000 ხმის გაყალბებას ადამიანი რომ იჯერებს, ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია. კი, ბატონო ასეთი ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდნენ. რა დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობენ, პარტიები NGO სექტორთან ერთად ამით აცხადებენ კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოს“ ლიდერს, გიორგი გახარიას „ათქმევინეს“ , რომ არ აინტერესებთ რას იტყვის ეუთო/ოდირი.

„გახარია რომ გამოვიდა, „ნაცზე“ უფრო „ნაცი“, ნახეთ როგორ გახდა ნახევარ დღეში „ნაცი“? საერთოდ არ მაინტერესებს ეუთო/ოდირიო, როგორც ჩანს წინასწარ იცოდა, რომ ეუთო/ოდირის ნეგატიური დასკვნა არ იქნებოდა. გამოვარდა და ყველაზე „ნაცური“ „მესიჯი“, მაინც და მაინც გახარიამ გაახმოვანა. მას ათქმევინეს, რომ საერთოდ არ მაინტერესებს რას იტყვის ეუთო/ოდირი, მთავარია ხალხში რა აღქმები იქნებაო“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია