ანა დოლიძე - პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები

პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ თუ როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდება, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავად გააჟღერებს.

„შეხვედრის არსი არის ის, რომ შეხვედრაზე განვიხილოთ რაღაცები. წინასწარ რა გეგმა აქვს პრეზიდენტს, ეს არ გვეცოდინება, რადგან ამისთვის ვართ აქ მოსულები. მოსულები ვართ, რომ ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ თუ როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები. პირველადი ინფორმაცია გამოვა პრეზიდენტთან ერთად, მასთან შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩვებს საერთაშორისო დონეზე კითხვის ნიშანი უნდა დაესვას.

„საქმე გვაქვს ისეთ გაყალბებასთან, რომელიც არის დანაშაული და რომელიც უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯების მთელ პალიტრას, რითაც ამას უნდა ვებრძოლოთ. ახლაც მიმდინარეობს გასაჩივრებული დავების განხილვა, პრეზიდენტთან კოორდინაცია საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით და ყველა სხვა ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ამ არჩევანს საერთაშორისო დონეზე კითხვის ნიშანი დაესვას“,- განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, „ძლიერი საქართველო“ განიხილავს თუ არა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას, დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების განვითარებაში არ „გადავხტეთ მეექვსე ნაბიჯზე, მაშინ, როდესაც პირველი და მეორე ნაბიჯი არ გვაქვს განხილული“.

„ამიტომ, დღეს უნდა იყოს დისკუსია თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ვაკეთებთ. ეს დისკუსია დაიწყება პრეზიდენტის თანამონაწილეობით და მისი ეგიდის ქვეშ. ამის შემდეგ ყველა ნაბიჯი განიხილება“, - განაცხადა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში