ალეკო ელისაშვილი - კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი

კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას.

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება მოქმედება. არავინ არ ვაპირებთ წუწუნს, ხელების და ყურების ჩამოყრას, ვაპირებთ მოქმედებას. დღეს რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და გამოვგლიჯოთ რუსეთს ხელიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს