არჩევნების შედეგების საპროტესტოდ,  რუსთაველის გამზირზე დღეს აქცია გაიმართება

გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

"უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, "გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ "არ ვაღიარებთ არჩევნებს".

“მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით შემდეგი თაობებისთვის. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი. რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი და მე ვარ სწორედ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს მოსახლეობას, მე მინდა, რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა - ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ჩვენ დავდგებით ერთად და და აქ არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს. მათთან ერთად მინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ გამოვუცხადოთ მსოფლიოს - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის