სალომე ზურაბიშვილი - ჩატარდა რუსული არჩევნები - წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება

ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი იმიტომ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, თუ არაფერი შეიცვალა, ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„წაართვეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება, რომ არ გაიხსნა უბნები, იქაც იქნა გამოყენებული სხვადასხვა ხერხები და ფორმები. 100 000-მა ემიგრანტმა ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ დარეგისტრირებული ყოფილიყო, ამის მიუხედავად, მხოლოდ 33 000-მა მოახერხა ხმის მიცემა, ეს ადამიანები თუ იბრძოდნენ ამ უფლების მოსაპოვებლად და გადალახეს 2000 მილი ამერიკაში და ბევრი წინააღმდეგობა ევროპის ქალაქებში, ეს არ იყო იმისთვის, რომ ხმა არ მიეცათ. ბევრი რამ არის გამოსაკვლევი.

მადლობელი ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებმაც ყველა ეს დარღვევა აღრიცხეს და უკან არ დაიხიეს, რომ დაეწერათ, რაც მოხდა არჩევნებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ ამ არჩევნებს არ ვაღიარებ! ამ არჩევნებს აღიარება არ შეიძლება, ეს იგივეა რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიერ საქართველოს დაქვემდებარების, ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში და ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა