თინა ბოკუჩავა - გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ

გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე არ გამოჩენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პრეზიდენტთან გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ და მზად არიან ნებისმიერი კოორდინაციისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ წარიმართება.

„გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ და იქნებიან თანამონაწილე ნებისმიერი მაგვარი პროცესის, რომელიც წარიმართება პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ, კონკრეტულად, ამ ბრიფინგზე რატომ არ იყო, ბუნებრივია არ ვარ უფლებამოსილი ამაზე ვისაუბრო, თუმცა სრული კონსოლიდაციაა მათ შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე