მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მას ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში - აბა ვნახოთ, არ ჩქარობენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არ აღიარებასთან დაკავშირებით,“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძე საუბრობს „სცენარზე“ და აღნიშნავს, რომ ახლა „ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან“, რომ პარლამენტში არ შევლენ, თუმცა “არ ჩქარობენ“.

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ არ ჩქარობენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო "ტოტალური გაყალბება", შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება "არის რუსეთის შემოსვლის აღიარება". ამასთან, პრეზიდნეტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა "გაეთეთრებინა გაყალბება". პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, "ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა". პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართვლეოს მოსახლეობას გვერდით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს