რადოსლავ სიკორსკი - ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილიგანცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით უნდა დაუდგეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“, - წერს სიკორსკი სოციალურ პლატოფრმა X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო "ტოტალური გაყალბება", შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება "არის რუსეთის შემოსვლის აღიარება". ამასთან, პრეზიდნეტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა "გაეთეთრებინა გაყალბება". პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, "ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა". პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართვლეოს მოსახლეობას გვერდით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე