ჰელსინკის კომისია - თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

ჰელსინკის კომისია ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გააჟღერა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, და ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო "ტოტალური გაყალბება", შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება "არის რუსეთის შემოსვლის აღიარება". ამასთან, პრეზიდნეტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა "გაეთეთრებინა გაყალბება". პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, "ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა". პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართვლეოს მოსახლეობას გვერდით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი