შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა

მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა - მცდელობა იყო, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოეტანათ და არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ედისონ რისერჩმა“ საკუთარ რეპუტაციას მძიმე დარტყმა კიდევ ერთხელ მიაყენა და ამის უკან, სავარაუდოდ, „რაღაც უკანონო გარიგება დგას“.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, რასაც შეჩვეული ვართ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელდება ხოლმე - ადრე, ძირითადი მანიპულაცია, რასაც ოპოზიცია აწარმოებდა, ბიულეტენები, ოქმების ფრიალი იყო. ეს ჩაიხსნა, რადგან ელექტრონული სისტემა შემოვიღეთ. ახლა სხვა სახის მანიპულაციებზე გადავიდნენ.

პირველი ეს არის „ედისონ რისერჩის“ გაყალბებული ეგზიტპოლები. მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა. ეს ცალკე საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილი იყოს. მან საკუთარ რეპუტაციას კიდევ ერთხელ მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო გარიგება დგას, რომლის მიზანი ამ შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია იქნებოდა. ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რათა ცრუ ნარატივი გაეტარებინათ, თითქოს გაყალბება მოხდა.

გიორგი კანდელაკი, რომელიც ორმაგი ფუნქციის მატარებელია ჩვენს საზოგადოებაში (ერთი მხრივ, პოლიტიკოსია, მეორე მხრივ კი „ენჯეოს“ წარმომადგენელი - უცხოური დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკოსია), გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე. ის, თავის სოციალურ მედიაში, აქვეყნებდა შედარებას, როგორი აცდენაა ეგზიტპოლსა და ცესკო-ს შედეგებს შორის და ამით ამყარებდა ცრუ ნარატივს, თითქოს გაყალბება მოხდა. ამას ასევე იზიარებს ლორა თორტონი, ის გახლავთ ავტორი იმ ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარედგინა ამერიკაში და სადაც აღწერილია ის სცენარები, რაც დღეს ხდება: მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები არჩევნებს აღიარებენ, უნდა იყოს პროტესტები, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხარი დაუჭირონ პოლიტიკოსებმა. ის [თორტონი] მთლიანად ჩართულია ეგზიტპოლთან დაკავშირებით ტყუილის, ცრუ ბრალდებების გავრცელების და მონაწილეა დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციისა.

თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლები განზრახ გააყალბა და ამით მცდელობა იყო, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოეტანათ და არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავენ. „სამართლიანი არჩევნების" განმარტებით, რიგი დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას.რაც შეეხება Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებს, მათი მონაცემებით, „ქართული ოცნებას“ ხმების 40,9 % ჰქონდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს