შალვა პაპუაშვილი - მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს პარალელური დათვლის  შედეგები - ISFED-ი ახლაც ზუსტად იმავე სკანდალში გაეხვია, როგორიც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო

მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს სრულად პარალელური დათვლის შედეგები და არ დაუმალონ საზოგადოებას ის მხილება, რომელიც ამ ანგარიშში იქნება ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, NDI -სა და USAID -ის პასუხისმგებლობაა, რომ 2020 წლისგან განსხვავებით, ახლა აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში.

„გუშინ თქვენ ნახეთ, რომ მათ გადააცილეს დრო, გამეორდა ზუსტად 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება, მათი მეთოდოლოგიით ეუთოს ანგარიშამდე არის ხოლმე გამოქვეყნება, 12 საათისთვის და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ, რომ აყალბებდნენ პარალელური დათვლის შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ, რა ციფრები დაესვათ ზუსტად და წელსაც გამეორდა ზუსტად იგივე - ISFED-ი ზუსტად იმავე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო - ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს. მას შემდეგ, რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა, რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებითო, მათ საბოლოოდ გუშინ გვიან ღამით გაავრცელეს განცხადება და, რა თქმა უნდა, ვერ გაექცეოდნენ ამას, შესაბამისად იმ განცხადებაში თქვეს, რომ ემთხვეოდა მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს, თუმცა დანარჩენი დეტალები, რომლებიც ზუსტად ამ საკითხებთან არის დაკავშირებული, დამალეს და არ უნდათ, რომ საზოგადოებას აცნობონ. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს სრულად პარალელური დათვლის შედეგები. შეგახსენებთ, გუშინ NDI-ს სადამკვირვებლო მისია როდესაც ატარებდა ბრიფინგს, მისმა ხელმძღვანელმა მიუთითა კიდეც, რომ ისინი ელოდნენ ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიშს, ასე რომ, ახლა ეს NDI-ის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათი მეთოდოლოგიით ტარდება, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED, გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს. ამიტომ, წინა ჯერზე თუ გაექცა NDI თავის პასუხისმგებლობას, როდესაც ყალბი რიცხვების გავრცელება ხდებოდა, ამ ჯერზე მათ უნდა გამოასწორონ ის შეცდომა, რომელიც მაშინ დაუშვეს. ასევე, შეგახსენებთ, რომ ISFED ამ პარალელურ დათვლას, ისევე როგორც 2020-ში, ატარებს USAID-ის დაფინანსებით. გახსოვთ, რომ 2020-ში, შემდეგ, გაირკვა, რომ USAID-მა იცოდა, რომ ISFED ავრცელებდა პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს და მალავდა ამას, ამიტომ წელს ხელმძღვანელობა შეცვლილია და მაშინდელი ხელმძღვანელობა ამას მალავდა. ახლა ახალი ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ უნდა მოუწოდონ ISFED-ს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში და არ დაუმალონ საზოგადოებას ის მხილება, რომელიც ამ ანგარიშში იქნება ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო