შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიციონერი დეპუტატები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ!

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიცია როგორც მაშინ - 2020 წელს, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩება, არის პანიკა, ისტერიკა და ძალადობა.

“ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს აქვთ ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული. ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური - პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.

ამ მონაცემებით “ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება. როგორც 2020 წელს, ასევე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა.

ოპოზიცია როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ასევე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ. ასე რომ, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს!

ერთადერთი რაც მათმა ქმედებამ შეიძლება მოიტანოს არის კვლავ მღელვარება, ძალადობა, რაც ბევრჯერ ვნახეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში