შალვა პაპუაშვილი - მაინც მქონდა იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ, გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის

დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ, გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე არასამთავრობოს არ სურს აღიაროს ხალხის ნება, თუმცა, მათ ისევე მოუწევთ მარცხის აღიარება, როგორც 2012, 2016 და 2020 წლებში.

"ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით: გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა. გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ - 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ." - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია