ლევან დავითაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე - უბრალოდ, გულდასაწყვეტია - ვფიქრობ, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, უბრალოდ, გულდასაწყვეტია - ვფიქრობ, რომ ზოგადად, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, აღნიშნული ინტერვიუ საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო.

„მე ამ კანონზე [ე.წ. ოფშორების კანონზე] ადრე განცხადება გავაკეთე. ამ შემთხვევაშიც იმავეს გავიმეორებ, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო სტიმულები, ზოგადად, მისასალმებელია. არ არის მარტივი, რომ ერთსულოვანი პოზიცია იყოს ხოლმე. გვესმის, რომ ფინანსთა სამინისტროს უფრო კონსერვატიული პოზიციები ექნება, თუმცა ის ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი აქტივის რელოკაციას, ჩვენთვის მისასალმებელია. მე ამას მხარი დავუჭირე ადრეც, როცა კანონი მიღებული იყო, იგივე პოზიციაზე ვრჩები.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, უბრალოდ, გულდასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ის ნორმალური ურთიერთობის ზღვარს გადასცდა. სამწუხაროა, რომ ეს ინტერვიუც საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო. ამ პროცესმაც, რომელიც არის კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, რაღაცა პოლიტიკური ელფერი მიიღო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონს შეეხო და როგორც განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს