პაატა დავითაია - ქვეყანა შედის პოლიტიკურ კრიზისში, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ერთობა - დაყოფა დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური პროცესისთვის

იმ ვითარებით, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შედის. პრეზიდენტის ჩართულობით უნდა შეიქმნას კრიზისების მართვის საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და არ აღიარებენ მის შედეგებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საპარლამენტო არჩევნებითაც დადასტურდა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პარტიების ერთობა, რაზეც საზოგადოების მოთხოვნა იყო.

„საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გააჩინა კითხვის ნიშნები პოლიტიკურ პარტიების, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, საერთაშორისო და სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა მხოლოდ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, შესაბამისად, არასწორია მიდგომა, რომ თითქოსდა, მხოლოდ მათი პარტიების შედეგები გაყალბდა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და არ აღიარებს შედეგებს, მკაფიოდ გამოხატონ თავისი პოზიცია.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაინახონ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები არიან ერთიანი და არა ჯგუფურად დაყოფილი, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, რაც დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური პროცესისთვის,“ - განაცხადა პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს