მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაჟღერებულ გეგმაზე - სასოწარკვეთილებას გეგმა არ გააჩნია

სასოწარკვეთილებას გეგმა არ გააჩნია. სასოწარკვეთილება არის სპონტანური, ემოციური მოქმედებების ფონზე, მათი მხრიდან ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაჟღერებული გეგმა.

მდინარაძის თქმით, საკუთარი ამომრჩევლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა მათთვის იმის დაჯერების მცდელობა, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა.

„მართლა გულწრფელად ვთვლი, თუკი ამ ქვეყანაში არის ადამიანი დარჩენილი, რომ ელექტრონულ არჩევნებში სამასი ათასი ხმის გაყალბებას ფიქრობს რომ რეალურია, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და იფიქროს ბევრი, რა მოხდა ასეთი, როგორ მომატყუეს ეს მეო. გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველა ახლა ცდილობს, რომ ერთ ქართველსაც კი დააჯერონ, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა. მე მგონი უკვე შეურაცხყოფაც არ ჰქვია ამას, უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის. შეიძლება რაღაც თეორია მოიგონო, სადაც 3000-ხმიანი რაღაც დაადასტურო, მაგრამ 300 ათას ხმიან გაყალბებაზე რომ ელაპარაკებიან ხალხს, მე რომ ეს ვიღაცამ მკადროს, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. ეს მათი ამომრჩევლის საქმეა, ასე იგრძნობენ თუ არა თავს, ჩემი საქმე არაა. საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, ამ ქვეყნის, სჯერა, რომ რუსული ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას. დღეს რომ ადამიანს სჯერა, რომ რუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ეს მისი არჩევანია, რომ ასე უნდა სჯეროდეს - რწმენის საკითხია და არა არგუმენტებზე დაყრდნობილი ანალიზის. წმინდად, რწმენაში გადასულია ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთი რწმენა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსი, ეს არის რწმენის საკითხი, არგუმენტებით ამას ვერ გაამყარებ. ვიღაცას ასე სწამს და აძლევს ხმას გვარამიას, როგორც პროევროპელს, სააკაშვილს- როგორც პროევროპელს, ამ ქვეყნის მოღალატედ ქცეულ გახარიას- როგორც პროევროპელს, ყველაზე დიდ თაღლითს ამ ქვეყანაში- როგორც პროევროპელს. ამომრჩევლის საქმეა, მას ასე სჯერა და რწმენაში აქვს გადასული, რომ ეს ხალხია პროევროპელი და ვინც ევროპის გზაზე დაგვაყენა, მიდის მიზანმიმართულად, ბრძოლით, ეროვნული ტრადიციული ღირებულებების დაცვით და ევროპული ღირებულებების დაცვით და ყველა ეტაპზე შედეგი გვაქვს, ესენი ჰგონია ვიღაცას რუსი. ამ რწმენით მისცეს ამ ადამიანებს ხმა და ახლა შეიძლება ისიც ირწმუნონ, რომ 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება 2 მილიონში. სწამდეთ, კი ბატონო, ეს მათი გადასაწყვეტია, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!“- განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში