კახა კალაძე - მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ, კეთილი ინებონ, გამოიტანონ შედეგები!

მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ, კეთილი ინებონ, გამოიტანონ შედეგები! - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, გვახსოვს, „თუ რა იკადრა ISFED-მა 2020 წელს“.

„ნინო დოლიძემ პირდაპირ თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლები მიღებულ შედეგებს. კეთილი ინებონ და გამოვიდნენ. ამ ორგანიზაციას აფინანსებს USAID, იცით, რომ ამერიკის მთავრობის ორგანიზაციაა. გვახსოვს, რა იკადრეს 2020 წელს, გააქარწყლონ ის დამოკიდებულება, რაც ქართულ საზოგადოებაშია ამ ორგანიზაციის მიმართ. გამობრძანდნენ და კონკრეტული შედეგები დადონ! ,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.

როგორც კალაძემ განაცხადა, შეუძლებელია ვინმეს რაიმე ზემოქმედება მოეხდინა.

„ეს არის სიცრუე და სიყალბე, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს შედეგი დადო ქართველმა ხალხმა. ეს არის შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა მსოფლიოს უთხრა. ჩვენ პრინციპული ადამიანები ვართ, ჩვენთვის პრინციპულია სუვერენიტეტი, არა ვიღაცის მხრიდან ბრძანებების მიღება. საქართველო არასდროს არ იქნება ვინმეს ვასალი. თავსმოხვეული პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ არასდროს იქნება, კერძოდ, ის, რომ საქართველოში, ქართველი თავჩაღუნული იყოს.

მაგალითი ვერ მოჰყავთ, როგორ შეიძლება არჩევნები გაყალბებული იყოს. თუ რაიმე ბოლო ტექნოლოგია არსებობდა ყველაფერი არის ამ აპარატების სახით. როგორ შეიძლება გაყალბება იყოს?! შეუძლებელია ვინმეს რაიმე ზემოქმედება მოეხდინა. გინდათ გაჩვენოთ ბინძური ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი რას საუბრობდა რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ აპარატებთან დაკავშირებით?! სამარცხვინოა. თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ გაერთიანდნენ და მობრძანდით, რამდენი უბანიც გინდათ მზად ვართ, დაითვალონ, პრობლემა არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება