ნიკა გვარამია - ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს - ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს - ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი გამოძიებული იქნება.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას ერთხელ და სამუდამოდ“.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ განცხადება გუშინ გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პარლამენტში და როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, იმიტომ, რომ ეს შედეგების აღიარების შემდეგ არის შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას თანხმობა არსებობს.

გაყალბება ხდებოდა „კარუსელის“ მეშვეობით. ერთი ადამიანი ბევრ უბანზე აძლევდა ხმას და ასევე „კარუსელის“ ახალი ფორმა იყო, როცა ორ ბიულეტენს აძლევდნენ „ქოცების“ მომხრეებს,“ - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ“.

„ცხადია, ის აუცილებლად იქნება აქციაზე, იმიტომ, რომ ეს მისი მოწვეული აქციაა,“ - აღნიშნავს გვარამია.

გარდა ამისა, მან ეუთო/ოდირის შეფასებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველა პუნქტი მისაღები არ არის.

მისივე თქმით, ოდირის დასკვნა მისთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.

„ოდირის შეფასებას ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა გვარამიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში