პრეზიდენტი - არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს აქვს რაიმე მანდატი ევროკავშირისგან - საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ის ჩამოდის მხოლოდ როგორც მმართველი უმრავლესობის მეგობარი

არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს აქვს რაიმე მანდატი ევროკავშირისგან და ვფიქრობ, ძალიან ცხადია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ თუ ის ჩამოდის, ის ჩამოდის მხოლოდ როგორც მმართველი უმრავლესობის მეგობარი, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური შთაბეჭდილების მოხდენის ახალი მცდელობით, მაგრამ ჩვენ ამაზე მდგრადები ვართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის როლზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ბრიუსელი ძალიან მკაფიო უნდა იყოს, ისევე, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.

„ვფიქრობ, რომ ბრიუსელი ძალიან მკაფიო უნდა იყოს, ისევე როგორც რუსული კანონის შემდეგ, იმასთან დაკავშირებით თუ რას ითხოვდა არსებული ხელისუფლებისგან, რაც მოიცავდა ევროკომისიის რეკომენდაციებს, ყველანაირი რუსული კანონის უარყოფას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვფიქრობ, ხელისუფლებამ არ შეასრულა არც ერთი დაპირება. პირიქითაც, მოვისმინეთ საარჩევნო დაპირებად ოპოზიციური ლიდერების დაკავება, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და მედიის კონტროლი. არ მგონია, რომ ეს მისაღებია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება