სალომე ზურაბიშვილი - აქ ვარ იმისთვის, რომ ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს დიქტატურის წინააღმდეგ

მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რისი მიღწევა სურს საპროტესტო აქციებით, რომლისკენაც მან საზოგადოებას მოუწოდა.

„მე არაფრის მიღწევა არ მსურს, მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, ისინი მიჰყავთ ძალით იმ რეჟიმისკენ, რომელიც უფრო რუსეთის მსგავსი იქნება, ვიდრე ევროპული დემოკრატიული ქვეყნის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რას გეგმავენ, თუ საპროტესტო აქციებით მიზნებს ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტმა უპასუხა: „მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ“.

„ვფიქრობ, არსებობს ბევრი სხვადასხვა სტრატეგია. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე და ალბათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით ისე, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე. ისინი ასევე აგროვებენ უფრო მეტ ანალიზს იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ასე რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სტრატეგია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ სანამ ვარ, ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს დიქტატურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება