ედგარს რინკევიჩსი - სალომე ზურაბიშვილთან საუბარში დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე

დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა და დარღვევების შესახებ ცნობების განხილვის აუცილებლობა. მე დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა