ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ყველაფერი იკადრა

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ყველაფერი იკადრა, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე მარნეულში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ჩვენ ჩამოვედით მარნეულში და შევხვდით ადგილობრივ წარმომადგენლებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც გვიამბეს იმ გაყალბების სქემებზე, რაც აქ ხდებოდა. ჩვენმა წარმომადგენელმა დააყენა ძალიან სერიოზული საკითხი, რომ გახსნილიყო ის ყუთები, სადაც არის ხმის მიცემის დამადასტურებელი ჩეკები. გაყალბების ერთ-ერთი მეთოდი ის იყო, რომ ხალხს არ აჩვენებდნენ რა სურათი არის ჩეკზე და შესაბამისად, ამის მეშვეობით ხდებოდა ადამიანების პირადობის ნომრების შეყვანა და მისი გამოყენება და ამის საშუალებით ხდებოდა ასევე ბიულეტენების ამოღება და მიცემა ხალხისთვის, რომელიც პირადობის მოწმობაზე არ იყო, ანუ სხვა ხალხი იყო. ერთ-ერთი სერიოზული საშუალება, რომ ეს ყველაფერი გადამოწმდეს არის იმ ყუთების გახსნა და იმ ჩეკების შემოწმება, გასაჯაროება. აქ გამოჩნდება, ვინ მართლა მივიდა არჩევნებზე და ვინ არ იყო ამ დროს საქართველოში. ახლა საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტებით დადიან ხშირად იქით-აქეთ. დადიან აზერბაიჯანში, დადიან რუსეთში, დადიან ევროპაში და თუ ჩვენ გავხსნით უბნებს და ამას გააკეთებენ საოლქო კომისია, თქვენ რომ კითხულობთ, რომ რას ვაკეთებთ დღეს, აი ჩვენი წარმომადგენელმა მოითხოვა ეს და არ დართო ნება, რატომ, იმიტომ რომ საოლქო გამოტენილი ჰყავთ თავიანთივე წარმომადგენლებით, ნათესავებით, კიდევ ახლა მნიშვნელოვანი რაღაც, რაც აღმოჩნდა ეს არის კომისიის წევრები, კომისიის წევრებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ ციხეში პირობითზე, ან კიდევ უკვე გამოუშვეს პირობითზე, ან კიდევ დაჰპირდნენ, რომ გამოუშვებენ თუ ისინი მაგრად იმუშავებენ. ეს ხალხი მუშაობდა ყველაზე მეტს. აი, ეს ამბავი არის რა, ახლა ჩვენ იცით, რომ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, ეს მე შევატყობინე უცხოელებს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე, ამ სისტემურ გზაზე, ამ ჩარევაზე რუსეთიდან ქართულ არჩევნებში, ამაზე იქნება საერთაშორისო გამოძიება და ამაზე ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, ამისთვის მე ჩამოვედი მარნეულში მოვივლი ნინოწმინდას, ახალქალაქს, ყველგან ჩავალ იმიტომ რომ შეუძლებელია რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში ვინმემ დაიწეროს 80 პროცენტი მხარდაჭერა. ასეთი რაღაც ქვეყნებში არ არსებობს. ამ საკითხისთვის, ამ ხმების დაცვისთვის ჩვენ ვიბრძვით და ის, რაც მოპარულია და ხალხს რისი უფლებაც წაართვეს, ის ყველაფერი არის დასაბრუნებელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია