გიორგი ვაშაძე - არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება - ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ

ზღვა ხალხი მოვიდა - რეალურად, ხელისუფლება აქ არის და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ხალხის მთავარი მიზანია, აჩვენონ ყველას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს "არ ვაღიარებთ".

"დღეს პრეზიდენტთან ერთად ხდება ხალხის მობილიზება. დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ შედეგებია ფაქტობრივად გადაწერილი. ამიტომ, ვხედავთ, რომ ზღვა ხალხი მოვიდა. რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ. ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ; რომ სიებს ჩავხსნით, რომ ვართ ერთიანები ამ პოზიციაში. ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ",- აცხადებს ვაშაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს