პრეზიდენტი - გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა, არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება - ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია

ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დღეს მან უცხო ქვეყნის პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

„მე დღეს უცხოელ მედიას მივეცი 17 ინტერვიუ, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს. მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს. ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრებს. ალბათ, წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებებსა და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის, ასევე, ამერიკიდან, სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება.

არავინ გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი], არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. შესაძლოა, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართულები ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ბევრი მტკიცებულება, რომ შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასობრივად, სისტემურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება