პრეზიდენტი - დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების, ძალიან წყნარად, შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა - დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ

დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა, - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული ქარტია და საქართველოს ევროპული გზა არის ერთადერთი გამოსავალი და ალტერნატივა.

„ჩვენ ერთად ვართ, არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ და ერთად, ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ხართ, დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული. სხვა ხალხს, როგორც სხვათა შორის, მე, არაფერი გვაქვს თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცავთ ჩვენი ხმა. დიასპორაში ასევე წართმეული იყო ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომელიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის ქართველი ხალხის ნება. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. მადლობა თქვენ ყველას იმ ყველაფრისთვის, რაც ამ დღეებში, წინა დღეებში გააკეთეთ და რასაც კიდევ ერთად გავაკეთებთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების შეკრება რუსთაველის გამზირზე ხელოვნური ერთობა არ არის.

„ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი და ალტერნატივა. ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან მეოთხეს, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო