პარლამენტის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტთან, სადაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოქალაქეები აქციას მართავენ, პოლიციაა მობილიზებული.

კერძოდ, სამართალდამცველები მობილიზებულია პარლამენტის გვერდითა ქუჩებში.

სამართალდამცავებს სპეციალური კორდონი აქვთ მოწყობილი ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან.

აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.

ლიდერებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება