ნიკა მელია - იქნება უკანდაუხეველი სტრატეგია, რაციონალური, მკვეთრი გადაწყვეტილებები - პროცესი გაგრძელდება გამარჯვებამდე

პროცესი გაგრძელდება გამარჯვებამდე - იქნება უკანდაუხეველი სტრატეგია, რაციონალური, მკვეთრი გადაწყვეტილებები მიღებული, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არ იქნება მხოლოდ ემოციები, არამედ „ბევრი მართალი სიტყვა, გამაგრებული ბევრ ნაბიჯთან ერთად“.

„მე ვფიქრობ, არავის ჰქონია იმის მოლოდინი, რომ 27 ოქტომბერს, დილით ადრე, ან 26 ოქტომბერს, გვიან ღამით, გამოვიდოდა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში და მოგილოცავდათ გამარჯვებას, მიულოცავდა წარმატებას ქართულ სახელმწიფოს. ამის მოლოდინი არ ყოფილა, იყო მოლოდინი რამდენ პროცენტს დაიწერდა. 2024 წლის არჩევნებზე მთავარი კითხვა არ იყო, ვინ შევიდოდა ამ პარლამენტში და ვის ექნებოდა მანდატი. მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა თითოეულ ჩვენგანს და ქართულ საზოგადოებას, იყო შემდეგი: სად იქნება ქართული სახელმწიფო გეოპოლიტიკურ რუკაზე? ვიქნებით რუსული ჭაობი და მათი გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი, თუ დასავლური გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი. ყველანი წავედით არჩევნებზე იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს კითხვა იყო პასუხგასაცემი. მივდიოდით დიდიან-პატარიანად, სოფლებში, ქალაქებში.

გამოაცხადეს არჩევნების შედეგები და აღმოჩნდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით 270 ათასით მეტი ქართველი მისულა და უკლებლივ ყველას მხარი დაუჭერია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამის რეალობად მიღებას და შეგუებას ვინმე ვაპირებთ? რა თქმა უნდა, არა. აქ მხოლოდ ემოციები არ იქნება, აქ იქნება ბევრი მართალი სიტყვა, გამაგრებული ბევრ ნაბიჯთან ერთად, რომელსაც გადავდგამთ. პრივილეგიაა თითოეული ჩვენგანისთვის აქ ყოფნა. მილიონზე მეტი ხმა აიღო ქართულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, ერთმანეთისგან განსხვავებულებმა, მაგრამ თქვენ ეს ხმები ჩვენთვის იმიტომ კი არ მოგიციათ, რომ საპარლამენტო მანდატები ჩაგვედო ჯიბეში, სახელმწიფო გვინდოდა გამხდარიყო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება